სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2025- ის ფარგლებში, საჯარო კენჭისყრის ეტაპი დასრულებულია. უწყების ცნობით, კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 6 საპროექტო წინადადება, მათგან, მოქალაქეების ჩართულობით, ხმათა უმრავლესობით, ორმა პროექტმა გაიმარჯვა. ელექტრონული ტენდერის დასრულების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტში ორი ერთეული მულტიფუნქციური ენერგოეფექტური მოსაცდელი და ჭავჭავაძის ქუჩის N 82ა-ში საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა. 2025...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.  უწყების ცნობით, 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან  ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი....