სენაკში ბოლო ზარი 2025-თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება

20 ივნისს, 19:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ვახტანგ გადელიას ინიციატივით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ბოლო ზარი 2025-თან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ. საღამოს მეორე ნაწილი რეპერების - მასტერის და Young Mic-ის შოუს დაეთმობა. ინფორმაციას სენაკის მერია...