სენაკში მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა

სენაკში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ სივრცეში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, მორიგი ვანდალური ფაქტი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, დაზიანებულია სკვერის ინფრასტრუქტურა, სრულად განადგურებულია სკამების ნაწილი.