სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკოკაიეს შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი იგება. უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 145 ათას ლარზე მეტია. ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეგოგინეს უბანში, ასევე იგეგმება შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 84,2 ათასი ლარი.