ზაფხულის ცხელ დღეებში დასაცავი რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...