აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, მორიგი პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის ინსცენირება და რეჟისურა ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობდნენ სენაკის თეატრის დასის მსახიობები და თეატრალურ-დრამატული სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები. სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ფოტო: სენაკის მერია