რეგიონული თეატრების ფესტივალის სენაკური დღეები დასრულდა

რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები, დღეს, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული და ლიეტუვას ტელშიაის ჟემაიტის თეატრალური დასების სპექტაკლებით დაიხურა. ფესტივალმა, სენაკში, ორი დღის მანძილზე, რუმინეთის თეატრ ,,ტუდორ ვიანუს”, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო და ლიეტუვას ტელშიაის ჟემაიტის დრამატული...

გარემოს ეროვნული სააგენტო 27-31 ივლისს, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე. უწყების ცნობით, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).