გიორგი ჯინჭარაძე სენაკის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად სენაკის დევნილთა დასახლებას ეწვია, სადაც დევნილთა საჭიროებებს გაეცნო და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა. აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ პირადად მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია დასახლებაში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და იმ პრობლემური საკითხების შესახებ, რომელიც...