საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა უკვე დაიწყეს ამომრჩეველთა ბარათების და საინფორმაციო ფლაერების დარიგება. „ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის მოთხოვნა 16...
7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 8 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება. “მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა...
3-4 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დღეს, 1 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. 2025 წლის მიღებისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო და კერძო დაწესებულებები პროფესიულ სტუდენტებს მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებენ. პროფესიულ...
ცხადდება სამ თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. კონკურსში მონაწილეობისათვის, მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 1 სექტემბრიდან დაიწყო და 10 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სტაჟირების პროგრამა 3 თვიანია და და მოიცავს 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, ანაზღაურებადი სტაჟირებისათვის, 5 ვაკანტურ პოზიციაზე, გამოაცხადა კონკურსი....