ახალგაზრდული თეატრის დასმა სპექტაკლი ,,ხანუმა” ითამაშა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სპექტაკლ ,,ხანუმას” პრემიერას დაესწრნენ. რეჟისორ ვეფხვია გორგოძის სპექტაკლი მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდული თეატრის დასმა ,,ფიროსმანი” ითამაშა.