მერია – სენაკში 52 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა

სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 52 ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულების ეტაპზეა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, ეწყობა საგზაო ინფასტრუქტურა, გარე განათების ახალი სისტემები, სკვერები, ატრაქციონები, ხიდები, რეაბილიტაცია უტარდება სტადიონებს, სანიაღვრე სისტემებს.