სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ტყებუჩავა აირჩიეს

2025 წლის 30 ოქტომბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. მერვე მოწვევის საკრებულო 33 წევრისაგან შედგება, მათ შორის 18 მაჟორიტარი და 15 პროპორციული წესით არჩეული წევრია. აქედან 32 მანდატი პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ეკუთვნის, ხოლო 1 პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“. სხდომას საკრებულოს 32 წევრი ესწრებოდა. დღევანდელი საკრებულოს სხდომა გახსნა...