სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალში, "ეგრისობის" სახალხო დღესასწაული გაიმართა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში, მოეწყო თეატრალიზებული მსვლელობა, ფოტო ზონები, ყვავილების ხეივანი, ეთნოგრაფიული, ახალგაზრდული, საბავშვო და საგანმანათლებლო სივრცეები, მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური პერფორმანსი - ლეგენდა ,,არგონავტებზე’’, დღის განმავლობაში გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. "ეგრისობა 2025"...

