სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია, გივი ერქომაიშვილის სახელობის დამსახურებული ფინანსისტის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდა. საჯარო მოხელეს ჯილდო საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციამ გადასცა. დონარა ალანია წარმატებული და კვალიფიციური საჯარო მოხელეა. მას, სახელმწიფო სტრუქტურებში 47 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. სენაკის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს,...

