სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ტყებუჩავამ, მოადგილეებთან ერთად, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს. სხვადასხვა სახეობის პროდუქტისგან შემდგარი საახალწლო ნობათი კვების ცენტრის 235-მა ოჯახმა მიიღო. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

