სენაკში, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საშობაო ,,ალილო” გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შობის მახარობლებმა ქალაქის მთავარ ქუჩაზე საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა მიულოცეს. საზეიმო მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით, სახვითი ხელოვნების გალერეასთან დასრულდა. მსვლელობას ახალგაზრდებთან და მოქალაქეებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტის მერის...

