7 თებერვალს, 11:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის“ ორგანიზებით, მოსახლეობას უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდება. აქციის ფარგლებში, მოქალაქეები კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმებისგან მიიღებენ საჭირო კონსულტაციას. საჭიროების შემთხვევაში, ასევე ჩაუტარდებათ თვალის სრული გამოკვლევა. მისამართი: სენაკი, ახალგაზრდობის ხეივანი N7, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრი.

