სენაკში ბიუჯეტირების პროგრამა 2026 იწყება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2026-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება 16 თებერვლიდან იწყება და 16 მარტს დასრულდება. პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის. მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად...