სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ, პირველ მოადგილესთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების უფროსთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მერმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“...

