სენაკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იგეგმება, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების ფეხბურთის მოედანი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები და სამეურნეო სათავსოები. "ინფრასტრუქტურა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს სივრცის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას....

