სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალმომარაგებისა და მაგისტრალური ქსელები. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების 44% შესრულებულია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე...