სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სენაკის მერთან ვახტანგ გადელიასთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 200 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის...

