ნოსირში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არარეგისტრირებული საწარმოები გამოავლინეს. “ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული...

14-15 თებერვალს სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 14-16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 14-15 თებერვალს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს. “ქ. თბილისში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14-15 თებერვალს...

სენაკში ბიუჯეტირების პროგრამა 2026 იწყება

სენაკის მუნიციპალიტეტში, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამა 2026-ის ფარგლებში, საპროექტო წინადადებების მიღება 16 თებერვლიდან იწყება და 16 მარტს დასრულდება. პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი სრულად მიიმართება სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის. მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში, ერთი საპროექტო წინადადების განსახორციელებლად...

მოჭადრაკე ნიკოლოზ გოგიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა

11 წლის სენაკელმა მოჭადრაკემ, ნიკოლოზ გოგიამ, ვერცხლის მედალი და საქართველოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

სენაკში საერთაშორისო სტანდარტების დახურული საცურაო აუზი აშენდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის პროექტირებაზე კონკურსი გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს: არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, სპორტულ და საბავშვო საცურაო აუზებს, სავარჯიშო დარბაზებს, გასახდელებსა და ფიზიოთერაპიის სივრცეებს, სამედიცინო და ადმინისტრაციულ ოთახებს, საკონფერენციო დარბაზებსა და კომერციულ სივრცეებს. ასევე დაგეგმილია თანამედროვე ავტოსადგომების, უსაფრთხოების და განათების...