სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ე. წ. „ნატოჩაოს უბანში“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

