ბარბარე ქობალია საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ბარბარე ქობალია საქართველოს ჩემპიონია. სენაკელმა მოკრივემ 44კგ-ს ფინალში ბერიძე მარიამი დაამარცხა.

საქართველოს ეროვნულ გმირს, გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა

8 მარტს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ საქართველოს ეროვნულ გმირს, სენაკელ, გენერალ-მაიორ გენო ადამიას 90 წელი შეუსრულდებოდა. 2020 წელს, გენო ადამიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. გმირის სახელობის გახდა სენაკის პირველი საჯარო სკოლა და ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა.