დიმიტრი ჯაიანის სახელობის სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში, საგაზაფხულო კონცერტი - ,,ქალი - სიცოცხლის გაზაფხული’’ გაიმართა. კონცერტზე მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. კონცერტს მერაბ ლატარია უძღვებოდა. კონცერტზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.

