სენაკში სპორტული კომპლექსის – საცურაო აუზის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომლის მომსახურების  შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული. მუნიციპალური ფონდის განვითარების ინფორმაციით, სენაკში, პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დახურული საცურაო აუზის  აშენება.  უწყების ცნობით, პროექტი ითვალისიწინებს არანაკლებ 200 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნის, სპორტული და საბავშვო აუზების, სავარჯიშო დარბაზების, გასახდელების და  ფიზიოთერაპიის სივრცეების მოწყობას. "სენაკის სპორტულ კომპლექსში უნდა განთავსდეს სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახები,...