დღეს, 30 აპრილს, 18:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ქართველი კომპოზიტორის, ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო. კომპოზიტორი მაყურებლის წინაშე წარდგება მომღერლებთან - ზურაბ კობეშავიძესთან და ტატო გოდერძიშვილთან ერთად და შეასრულებს ცნობილ მუსიკალურ ჰიტებს. დასწრება თავისუფალია.

