2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სენაკში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 62 მორი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამინისტროს ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). უწყების ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში...