25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი. “23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების...

ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება

დღეს, 20:00 საათზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და სენაკის მერიის მხარდაჭერით, ნოქალაქევის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, მოეწყობა ფოტოზონები, თემატური დეკორაციები, გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მუნიციპალური ქორეოგრაფიული ანსამბლი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი და ჯგუფი ,,რერო" მიიღებენ.