სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს. სეს-ის ცნობით, სამ ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: ინდივიდუალური მეწარმე გ. ნ. (მისამართი: წყალტუბო, სოფ მუხიანი), ინდივიდუალური მეწარმე ბ. მ. (გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) და ფიზიკური პირი ლ. ს. (სენაკი, სოფელი თეკლათი) საქმიანობდნენ სავალდებულო აღიარებისა...