სენაკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. ეროვნული დღესასწაულის ფარგლებში, იმართება კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი საზეიმო ღონისძიებები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 108 წლისთავისადმი მიძღვნილი აქტივობები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. სპეციალურად მოწყობილ სივრცეებს, მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის...

