სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, პროექტში - ,,ინოვაციური მეწარმე 2026”, გამარჯვებულ შოთა ხაინდრავას, 5 000 ლარი გადასცა. ჟიურის გადაწყვეტილებით, პროექტის რჩეულებად ასევე დასახელდნენ ადგილობრივი მეწარმეები - მანანა მურღულია და გივი ჩემია. პროექტში ჩართულმა ადგილობრივმა მეწარმეებმა, 5 დღის მანძილზე, მონაწილეობა მიიღეს თემატურ ტრენინგებში, ჯგუფურ განხილვებსა და მიკრო-მენტორინგის სესიებში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

