სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ისე ადმინისტრაციულ ერთეულებში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიებზე, სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის ბრიგადები, დატბორვის შედეგად დაგროვილი ნატანი მასალისგან დაზიანებულ ლოკაციებს ასუფთავებენ. სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობიან სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და საკრებულოს...

