30 აგვისტოს სენაკში კონცერტი გაიმართება

30 აგვისტოს, 20:00 საათზე, ახალგაზრდობის ხეივანში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ცნობილი ქართველი შემსრულებლები: მაგდა ნიკოლეიშვილი სოფო პაპუაშვილი სოფო ბედია ბორის ბედია ელენე ფოჩხუა თემურ თათარაშვილი „რანინა“ „ქვევრი“ კონცერტზე დასწრება თავისუფალია - საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით იმართება.

სასკოლო ფორმების შეძენა ონლაინ, ელექტრონული პალტფორმის მეშვეობითაც იქნება შესაძლებელი

პირველკლასელების სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელია 1-ელი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით, როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით –formebi.emis.ge 15 სექტემბრიდან ფორმების შეძენის შესაძლებლობა მშობლებს მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ექნებათ. მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 რეალიზაციის პუნქტი იფუნქციონირებს ყოველდღე, 11:00 საათიდან 19:00 საათამდე. იხილეთ სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალი...

ნადირობის სეზონი გაიხსნა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მკაცრ კონტროლს იწყებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უკანონო ნადირობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, სეზონის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან მკაცრ კონტროლს განახორციელებს. “გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ნადირობამდე უნდა გადაიხადოს გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი). მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა,...

სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნების მიმართ სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ ცეკვის მასწავლებელს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ, ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით...

სენაკში სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის მასშტაბური აღდგენა მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შხეფის ქუჩის ჩიხში არსებულ სანიაღვრე არხზე რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე პროექტის ღირებულება 20 272 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ობიექტებზე:...

13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 13-14 აგვისტოს აჭარა-გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 15 აგვისტოს ქვემო ქართლის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია...