სენაკის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, შხეფის ქუჩის ჩიხში არსებულ სანიაღვრე არხზე რკინაბეტონის საყრდენი კედელი ეწყობა. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე პროექტის ღირებულება 20 272 ლარს შეადგენს. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ობიექტებზე:...

