30 აგვისტოს სენაკში კონცერტი გაიმართება

30 აგვისტოს, 20:00 საათზე, ახალგაზრდობის ხეივანში, პროექტ „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, კონცერტი გაიმართება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან ცნობილი ქართველი შემსრულებლები: მაგდა ნიკოლეიშვილი სოფო პაპუაშვილი სოფო ბედია ბორის ბედია ელენე ფოჩხუა თემურ თათარაშვილი „რანინა“ „ქვევრი“ კონცერტზე დასწრება თავისუფალია - საღამო საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით იმართება.