სენაკში ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმა. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა სენაკთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ტყიბულსა და დაბა ხარაგაულში მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ოთხივე მუნიციპალიტეტში 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონები, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახები და შესაბამისი სათავსოები აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის...