თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. . პროექტის ფარგლებში, 3 200 გრძივ მეტრზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გზის საფარი მოეწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულება ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 705 950 ლარს შეადგენს.

