სენაკის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ გოგიამ, ქუთაისში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და 12 წლამდე ჭაბუკთა შორის ქვეყნის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, დაძაბულ ტურნირზე ნიკოლოზმა 9 პარტიიდან 7 ქულა დააგროვა და დამაჯერებელი თამაშით კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.

