სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლის ზარი 345 პირველკლასელისთვის დაირეკა. საჯარო სკოლების 253 პირველკლასელს ნეთბუქები გადაეცა, ხოლო საჯარო სკოლების ყველა მოსწავლემ სახელმძღვანელოების სრული პაკეტი მიიღო. ფოტო: სენაკის მერია