სენაკში მოკლე ნარდში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი გაიმართება

სენაკში, 30 სექტემბერს, 15:00 საათზე, ახალგაზრდობის ხეივანში, მოკლე ნარდში მოყვარულთა შორის სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ნებისმიერ მოყვარულ მოთამაშეს, რომელსაც 2026 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით 18 წელი შესრულებია. მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურს...