გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამის საათებიდან აღმოსავლეთ, ხოლო 21 ოქტომბრიდან დასავლეთ საქართველოში, 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის ჩრდილო მთიან რაიონებში, ასევე შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე –...
Blog
21 ოქტომბრიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი , (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს...
დევნილთა ფულად კომპენსაციაზე განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და სააარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი...
რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი იგება
ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ ფაზაშია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ასფალტის ახალი საფარი იგება რუსთაველის ქუჩაზე. აღნიშნული პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 738 000 ლარს შეადგენს. საერთო ჯამში, ქალაქ სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წელს 24 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. სამუშაოების ნაწილი უკვე წარმატებით დასრულდა, ხოლო დარჩენილ ობიექტებზე ინფრასტრუქტურული...
დევნილები ბინის ნაცვლად ფულადი კომპენსაციის მიღებას შეძლებენ – 10 000 ლარი თითო წევრზე
თითოეულ დევნილ ოჯახს, რომელსაც არ აქვს მიღებული ბინა ან შესაბამისი კომპენსაცია, ექნება უფლება, ბინის ნაცვლად, ფულადი კომპენსაცია მიიღოს. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე. კომპენსაციები გაიცემა განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წელს გამოიყოფა 58 მილიონი ლარი. ფულადი...
პირველი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 415 ლარი გახდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია პირველი იანვრიდან 415 ლარი გახდება. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. "მივიღეთ გადაწყვეტილება 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. შესაბამისად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერის პენსია, გარდა მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისა,...
სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტები მერის სტიპენდიას მიიღებენ
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია პირველად იწყებს წარჩინებული სტუდენტების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნებათ. მერის სტიპენდია თვეში 100 ლარს შეადგენს და ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, 9 თვის მანძილზე გაიცემა. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სენაკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის...
სენაკში ღვაწლომოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
განათლების სისტემაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეm ზვიად გაბისონიამ სენაკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილემ პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისა და მრავალწლიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასკოლო საზოგადოების წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს, 24:00 საათზე სრულდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა პროფესიული განათლების ელექტრონულ პორტალზე – vet.ge – შეუძლიათ. 2026 წლის საშემოდგომო მიღებისთვის გაიზარდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შეთავაზებული ადგილების რაოდენობაც. ქვეყნის მასშტაბით, აპლიკანტებისთვის ჯამში 22 317 ადგილია განსაზღვრული, რაც პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ...
სენაკში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება
8 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, სენაკის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება. სამედიცინო აქცია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება. კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მაღალკვალიფიციური ექიმებისგან სრულიად უფასოდ მიიღონ შემდეგი მომსახურებები: ძუძუს კიბოს სკრინინგი...









