ქალაქ სენაკის ცალკეულ უბნებში, სათავე ნაგებობაზე წყლის დონის ბუნებრივი კლების გამო, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეფერხებულია. გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენამდე, მოსახლეობას წყალი დროებით სპეციალური წყალმზიდი საშუალებებით მიეწოდება. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინტენსიურად მუშაობს წყლის სათავე ნაგებობის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების უმოკლეს ვადებში აღსადგენად. ბოდიშს გიხდით...
Blog
სენაკში გიორგი ჭალადიდელის ბიუსტის კონსერვაცია დაიწყო
სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, დაიწყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააზიანეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მომზადდა შესაბამისი საკონსერვაციო პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ორი ბიუსტის - გიორგი ჭალადიდელისა და აკაკი ხორავას ბიუსტების სკულპტუროზული, მექანიკური მეთოდით კონსერვაცია, არსებული...
ზაფხულის ცხელ დღეებში დასაცავი რეკომენდაციები
ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...
16-18 ივლისს მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. 18 ივლისს გამოიდარებს. “ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა...
სენაკში მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა
სენაკში, ახლადაშენებულ სპორტულ მოედანზე, კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 13-მა გუნდა მიიღო. მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი ,,ლივერპული" გახდა, მეორე ადგილი ,,ლეძაძამემ" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ,,თეკლათი" გავიდა. გამარჯვებულმა გუნდმა მოიპოვა ტურნირის რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობის უფლება. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ მედლები და თასები. სპორტულ...
“ნოტას” სოლო კონცერტი გაიმართა სენაკში
აჭარის კულტურის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა ,,ნოტა" სოლო კონცერტი გამართა.
ლეკოკაიეს საუბნო გზაზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის ლეკოკაიეს შიდა საუბნო გზაზე ბეტონის საფარი იგება. უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 145 ათას ლარზე მეტია. ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეგოგინეს უბანში, ასევე იგეგმება შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია, ღირებულებით - 84,2 ათასი ლარი.
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო 9-11 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია სეტყვა. იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებში დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. “თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32,+36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...
სეს: ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი განაგრძობს მავნებლის საპრევენციო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში. ამჯერად ტერიტორიები მუშავდება სენაკის მუნიციპალიტეტში, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ათი ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სენაკი-აბაშის ჯგუფმა თერმული ნისლით 600 ჰა ტერიტორია...
5 ივლისს დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ივლისს დღისით, აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, ქარის გაძლიერება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს...