Blog

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...

მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობა მიმდინარეობს

მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, 474 გრძ.მ-ზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 173 730 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ფოტო: სენაკის მერია

ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....

სენაკი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პირველ ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართება: 13:00 საათი - ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გაიმართება კონცერტი: ,,ბავშვები - ბავშვებისთვის"; 17:00 საათიდან 19:00 საათამდე - მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო მოაწყობს შემეცნებით სივრცეებს,...

შეხვედრა გაიმართა სენაკელ სპორტსმენთან გიორგი ჩხიკვაძესთან და მის მწვრთნელებთან

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან სენაკელ სპორტსმენს, გიორგი ჩხიკვაძეს და მწვრთნელებს: ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკელ ფალავანს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. 22 მაისს, ბაქოში გამართულ 23...

ზემო ჭალადიდში, რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა

ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა. ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა: ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო გარე განათების თანამედროვე სისტემა, ტურისტული სივრცის...

სენაკში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტსა და შპს „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 25 და 26 მაისს, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 2012-2014 და 2015-2017 წლებში დაბადებულმა 150-მდე ნორჩ ფეხბურთელმა - სენაკის, ჩხოროწყუს, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან. ფესტივალის მხარდამჭერებია ონლაინ მაღაზია...

საჟვანიო-ისულას დამავშირებელ გზაზე, ასფალტირების სამუშაოები დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჟვანიო-ისულას დამავშირებელ გზაზე, დაიწყო ასფალტირების სამუშაოები. უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 689 გრძ.მ-ზე, დაიგება 2 ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. პროექტი, რომლის ღირებულება 417 666 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის...

26 მაისი სენაკში

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში, კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, მოეწყო გასტრონომიული სივრცე, ფოტო ზონები,...

სენაკში, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებების პერიოდში, დილის 09:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე - რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. იხილეთ 26 მაისის პროგრამა: ქალაქ სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო...