საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში. სენაკში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება. შარტვას ბიუსტთან დილიდან მოდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები. დღესვე სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და...
Blog
ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება
საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება. სენაკის მერია ღონისძიებებს 11:30 დან დაიწყებს. 11:30 საათი – თემატური ღონისძიება – ,,ჟიული შარტავა 80″, ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა – ჟიული შარტავას მუზეუმი. 13:30 საათი – ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი...
ანდრია გუგუნავა, კარატეში, საქართველოს ჩემპიონი გახდა
სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, ჩემპიონატზე, სადაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 410 სპორტსმენი მონაწილეობდა, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კარატეში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...
მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - 102 წლის ვენერა სალაყაია-ბერაიას, 100 წლის ლენა მხეიძეს, 110 წლის ნათელა გოგიას და 102 წლის ბუჟღუ კანკიას ესტუმრნენ, დედის და ქალთა დღესასწაულები...
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....
ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების უკეთ დანახვა და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება
ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების უკეთ დანახვა და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება განიხილეს ქალაქ ფოთში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, მზია ბიგვავამ, განყოფილების სპეციალისტმა, სოციალურმა...
“გამჭვირვალობა”- ხობის მერიამ, 10.8 მილიონი ლარის ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის დემურ გადელიას კომპანიას მოარგო
ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია – სს „არქეოპოლისი” იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანიაზეა მორგებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. “ხობის მერიამ 6 სხვასადსხვა დასახლებაში გზების რეაბილიტაციაზე 2024 წლის 17 იანვარს გამოაცხადა ტენდერი (გ/ნ:NAT240000878). ტენდერის ღირებულება 10,818,151 ლარია. ზუსტად ეს თანხა შესთავაზა სატენდერო დოკუმენტებში სამუშაოების ღირებულებად ტენდერის ერთადერთმა მონაწილემ,...
ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა
ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ...
საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ - საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.