Blog

სენაკის თეატრალურმა დასმა მორიგი პრემიერა გამართა

აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, მორიგი პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის ინსცენირება და რეჟისურა ვახტანგ ნიკოლავას ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობდნენ სენაკის თეატრის დასის მსახიობები და თეატრალურ-დრამატული სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები. სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ფოტო: სენაკის მერია

სენაკში უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა ჩატარდება

24 ივლისს, 11:00 საათიდან, ჯანმრთელობის ცენტრ ,,ჰერას“ ორგანიზებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით, 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალბატონებს, უფასო მამოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდებათ. სკრინინგი ჩატარდება ქალაქ სენაკში, რუსთაველის 108-ში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ქალაქის სამშობიარო სახლის შენობაში.

სენაკში ტექნოლოგიური კვირეული – AgriTech Week დასრულდა

ტექნოლოგიური კვირეული სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სენაკის ტექნოპარკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კვირეული 16 ივლისს, პანელური დისკუსიით გაიხსნა. AgriTech Week-ის ფარგლებში მონაწილეებმა სენაკიდან, ფოთიდან, ხობიდან, მარტვილიდან და ჩხოროწყუდან შეისწავლეს აგროტექნოლოგიები, მუშაობდნენ სტარტაპ იდეებზე, მონაწილეობდნენ პრაქტიკულ ვორქშოფებში. უწყების ცნობით, ორი რჩეული გუნდი ჟიურიმ გამოავლინა. გუნდებს სენაკის მუნიციპალიტეტის...

22-24 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. “ქ. თბილისში ღამის საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის ხანმოკლე გაძლიერება....

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

ქალაქ სენაკის ცალკეულ უბნებში, სათავე ნაგებობაზე წყლის დონის ბუნებრივი კლების გამო, სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეფერხებულია. გაერთიანებული წყალმომარაგების ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის გამართული ფუნქციონირების აღდგენამდე, მოსახლეობას წყალი დროებით სპეციალური წყალმზიდი საშუალებებით მიეწოდება. "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ინტენსიურად მუშაობს წყლის სათავე ნაგებობის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად და მოსახლეობისთვის წყალმომარაგების უმოკლეს ვადებში აღსადგენად. ბოდიშს გიხდით...

სენაკში გიორგი ჭალადიდელის ბიუსტის კონსერვაცია დაიწყო

სენაკში, ქალაქის ცენტრალურ პარკში, დაიწყო ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, გიორგი ჭალადიდელის ბიუსტის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები. გიორგი ჭალადიდელის ბიუსტი მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დააზიანეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მომზადდა შესაბამისი საკონსერვაციო პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდება ორი ბიუსტის - გიორგი ჭალადიდელისა და აკაკი ხორავას ბიუსტების სკულპტუროზული, მექანიკური მეთოდით კონსერვაცია, არსებული...

ზაფხულის ცხელ დღეებში დასაცავი რეკომენდაციები

ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაქსიმალურად დაიცავით ბავშვი ძლიერი სიცხისგან, დააკვირდით მას და საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე, დაუკავშირდით ექიმს. ძლიერმა სიცხემ შესაძლოა, გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის...

16-18 ივლისს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება. 18 ივლისს გამოიდარებს. “ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა...

სენაკში მუნიციპალური ეტაპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

სენაკში, ახლადაშენებულ სპორტულ მოედანზე, კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში, მინი ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირში მონაწილეობა 13-მა გუნდა მიიღო. მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებული გუნდი ,,ლივერპული" გახდა, მეორე ადგილი ,,ლეძაძამემ" დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ,,თეკლათი" გავიდა. გამარჯვებულმა გუნდმა მოიპოვა ტურნირის რეგიონულ ეტაპზე მონაწილეობის უფლება. საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდებს გადაეცათ მედლები და თასები. სპორტულ...

“ნოტას” სოლო კონცერტი გაიმართა სენაკში

აჭარის კულტურის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ პროფესიულ თეატრში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრთან არსებულმა კვარტეტმა ,,ნოტა" სოლო კონცერტი გამართა.