4 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები გაიმართება. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით აირჩევენ საკუთარი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების წევრებს. ამ მოქალაქეებს შორის იქნები შენც და კიდევ 46 000-ზე მეტი ის ახალგაზრდა, ვინც წელს პირველად შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას. აქტიურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში შენი პირველი ნაბიჯი საარჩევნო უფლების გამოყენებაა. სწორედ ამ არჩევნებზე...
Blog
სენაკში სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის სალიკვიდაციო და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოსა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. სტიქიის ზონაში იმყოფებიან და სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულები სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველობის...
21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე შენარჩუნებული იქნება წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის...
ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს,...
სენაკში, “ქალაქის დღე“ აღინიშნა
16 სექტემბერს, სენაკში, ,,ქალაქის დღე“ აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების გალერეაში, გაიმართა ოქროს ფონდში დაცული ფერწერული ტილოების გამოფენა. ქალაქის ცენტრალურ სკვერში მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, თემატური ფოტოზონები, ახალგაზრდული შემეცნებითი და გასართობი სივრცეები, კონცერტი - ხელოვნების ცენტრის სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით. გაიმართა სპორტული აქტივობები - ტურნირები ქართულ ჭიდაობასა და...
ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან...
საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი “საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო საკითხებზე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ საპილოტე რეჟიმში დაიწყო. „საარჩევნო მედია სკოლა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და აღნიშნა, რომ ახალი პროექტი მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას აძლევს მიიღონ დეტალური ინფორმაცია როგორც უშუალოდ არჩევნების,...
18 სექტემბერს მოსალოდნელია წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 სექტემბრის დღის ბოლოდან 20 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანო მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...
ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას. სწორედ ამ კონტექსტში, 13 სექტემბერს ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. იმიტირებული კენჭისყრის ჩატარება წარმოადგენს თანამედროვე საარჩევნო ადმინისტრირების პრაქტიკაში ერთ-ერთ არსებით კომპონენტს, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პროცესების ეფექტიანობას,...
სეს – სენაკში, ბიზნესოპერატორთან კრიტიკული შეუსაბამობები მეორედ გამოვლინდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება ჯგუფური დაავადების და 1 ლაბორატორიულად დადასტურებული სალმონელოზის შესახებ. შემთხვევა უკავშირდება ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებას. სუფრაზე არსებული საკვები მომზადებული იყო ქ. სენაკში, კაფე-რესტორან „კოლხეთში“ (რუსთაველის გამზირი N176). ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის უფლებამოსილმა...










