დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში გაიმართება დასახლების საერთო კრებები და კონსულტაციები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა თავად განსაზღვრავს, თუ რომელი ინფრასტრუქტურული პროექტებია პრიორიტეტული მათი სოფლისთვის. მიმდინარე წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარია გამოყოფილი.
გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ
გამონაკლისის სახით, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა. „პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება – საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31...
სენაკში პატივი მიაგეს გურამ გაბესკირიას ხსოვნას
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ გადელიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავამ, მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გურამ გაბესკირიას ხსოვნას, რომელსაც 2 მარტს 79 წელი შეუსრულდებოდა. 2017 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის და...
3-5 მარტს ნალექი შენარჩუნდება
3-5 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 3-5 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. “ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება....
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში რძის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. “ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, სარეალიზაციოდ ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს, რაც საქართველოს კანონმდებლობით დაუშვებელია. აღნიშნულის...
უშაფათის საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და სენაკის მერთან ვახტანგ გადელიასთან ერთად დაათვალიერა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 200 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის...
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში – თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის...
სენაკში დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სენაკში დიდთოვლობის შედეგად სრულად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება დაზიანებული სახურავების სრული აღდგენა, კონსტრუქციების გამაგრება და ახალი გადახურვის მოწყობა. პროცესს ვაკონტროლებთ, რათა სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში და ხარისხის სრული დაცვით შესრულდეს. სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერა გაგრძელდება სრული პასუხისმგებლობით, რათა ყველა ოჯახს ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო...
ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი
ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს პროექტს, რომლის მიზანია რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერება, ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და შესაძლებლობებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა თითო ახალგაზრდა დელეგატი. დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს აგრძელებს. პროექტი სათავე ნაგებობების, არსებული ჭაბურღილებისა და სატუმბი სადგურის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა წყალმომარაგებისა და მაგისტრალური ქსელები. დამატებით აშენდება ახალი შემკრები, ბუსტერული ტიპის სატუმბი სადგური და აღრიცხვის კვანძები. დღეის მდგომარეობით, სამუშაოების 44% შესრულებულია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, 3670-მდე ბენეფიციარი 24-საათიანი თანამედროვე...










