სენაკში ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

სენაკში, ფოთის ქუჩაზე, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 130 გრძივ მეტრზე, ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით - 76 725 ლარი.. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტები, პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: ძველი სენაკის ადმინისტარციულ ერთეულის სოფელ კოტიანეთში, საარახამიოს უბანში - მიმდინარეობს გაბიონის მოწყობის და...

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერია, 9 მოქალაქეს დაეხმარება

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, ნანა ზარანდია უძღვებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია, 9 მოქალაქეს დაეხმარება. "პროგრამა, მიმდინარე წელს...

საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიაში

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (https://facebook.com/61560016063038) ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და წარმომადგენლების ასისტენტებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო...

“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ”

16 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრი, წარმოადგენს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლს "იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ". სპექტაკლის რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ ჰაკოფ ღაზანჩიანი. ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე ციცინო გვაზავა. სპექტაკლი ეხება, "ცნობილ ქართველ მომღერალს, რომელიც წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამშობლოში,...

“აბასთუმნის ფილტვის ცენტრში” მოქალაქეებს შეეძლებათ მრავალპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ჩაიტარონ

"აბასთუმნის ფილტვის ცენტრში", სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფები, შეძლებენ სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტარონ 20 დღიანი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება. პროგრამა შეეხება: მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს; სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებს; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრიტრბულ ომისა და...

სენაკში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, მერიის სხდომათა დარბაზში, ჩატარდა სისხლის უანგარო დონაციის აქცია: "აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი!“ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, მუნიციპალიტეტის მერიის, მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა, სისხლი დღესაც უანგაროდ გაიღეს. სისხლის დონაციის...

ონკოპაციენტები წამლებს სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებენ

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...

ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დაიწყო

სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთულში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო - ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 347 გრძ.მ-ზე, დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე სისტემა. ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღირებულებით - 2 236 994 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...